ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, გამოიცა მაღალი ხარისხის დვდ დისკი ბროშურით  “Georgian cuisine” – ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძების ვიდეორეცეპტები, ოთხ ენაზე გახმოვანებული (ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული) და სუბტიტრებით (ქართული,ინგლისური,რუსული,გერმანული), პირველი სერია. სახელწოდებით “Best  present  from  Georgia”

პროდუქტი გათვლილია ტურისტებისთვის და სასაჩუქრე ფორმატი აქვს. შესაბამისად უცხოელი და ქართველი ტურისტებისთვის საუკეთესო შენაძენია სასაჩუქრედ.
მსგავსი ხარისხის და ფორმის ვიდეოპროდუქცია ქართულ სამზარეულოზე პირველია და მნიშვნელოვანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

დვდ დისკი გაყიდვაშია საჩუქრების და წიგნის მაღაზიებში, ბევრ სასტუმროში.